ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება
ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე “ისთერნ პრომოუშენის” დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა.
“ბლექ სი არენაზე” დაგეგმილი ეს ორი კონცერტი იქნება ერთადერთი, რომლებსაც ელტონ ჯონი მომავალ წელს ევროპაში ჩაატარებს. საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. დევი ჯოუნსთოუნი ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს – ჯგუფის შეუცვლელი წევრი და მუსიკალური დირექტორია.
გარდა ამისა, 16 და 17 სექტემბრის კონცერტების ბილეთების მფლობელები, 30 ივნისისა და 1-ელი ივლისის კონცერტებზე დასწრებას ამავე ბილეთებით შეძლებენ – 16 სექტემბრის ბილეთები გადადის 30 ივნისს, ხოლო 17 სექტემბრის ბილეთები – 1-ელი ივლისის კონცერტზე.
სურვილის შემთხვევაში, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მომხმარებლებს შეუძლიათ დააბრუნონ ბილეთები და მიიღონ ბილეთების ღირებულების თანხა. ამასთან, ბილეთების გაყიდვა განახლებული თარიღებით 20 სექტემბრიდან დაიწყება.
კომენტარი