სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვწერ ამ პოსტს და ცრემლებს ვერ ვიკავებ,იცით როგორ მიჭირს ჩემი სათქმელის გაზიარება? რომ იტყვიან მიწა მისკდება...

დრონი.ჯის რედაქციაში წერილი მოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ვწერ ამ პოსტს და ცრემლებს ვერ ვიკავებ,იცით როგორ მიჭირს ჩემი სათქმელის გაზიარება? რომ იტყვიან მიწა მისკდება, მაგრამ სხვა გამოსავალს უკვე ვეღარ ვპოულობთ...ჩემი და, რომელიც არის 39 წლის, უკვე 4 წელია სიმსივნეს ებრძვის,დადებითი შედეგებით მივდიოდით, მაგრამ კვლავ იჩინა თავი ამ ვერაგმა დაავადებამ და ახლა უკვე სიმსივნემ ხერხემალი დააზიანა, სადაც სჭირდება უსწრაფესი ოპერაცია. თუ უახლოეს დღეებში არ ჩატარდა ოპერაცია, ჩემი საბრალო და სავალალო მდგომარეობამდე მიდის ...უკვე ხელებში ძალა წაერთვა და საშიშროებაა, რომ ფეხებშიც წაერთვას მგრძნობელობა და...საოპერაციოდ გვჭირდება სერიოზული თანხა,რომლის გადახდის არანაირი შანსი ოჯახს აღარ გააჩნია! გთხოვთ, უმორჩილესად, ვისაც რა საშუალება გვაქვს გადავარჩინოთ ორი შვილის დედა,შევუსრულოთ ის ნატვრა, რაც ორი დღის უკან გამიმხილა: ღმერთო ცოტა ხანს კიდევ მაცოცხლე,რომ გიოს ბოლო ზარს მოვესწროო ამ სიტყვების მერე ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ვიქნები გთხოვთ,თქვენი კეთილი ნებით გადავურჩინოთ გიოს და იონას ლამაზი დედიკო!...როგორ მინდა ჩემი ხმა ღმერთამდე მივაღწიო და ვთხოვო: უფალო მიცოცხლე ჩემი დაიკოო, რა მწარე ყოფილა დედმამიშვილს,რომ უჭირს! თუ სურვილი გაგიჩნდებათ დახმარების:

თი ბი სი ბანკის ანგარიშის ნომერია: GE55TB7443545061100028
GE55 TB74 4354 5061 1000 28
ნონა გრიგალაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100