სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთის კურორტებზე სათხილამურო სეზონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე, 10 დეკემბერს გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანილმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ოფიციალურ კომენტარი გააკეთა, როდის იხსნება სათხილამურო სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთსა და გოდერძე და რა ინფრასტრუქტურული პროეტები განხორციელდა.

კურორტი გუდარი , ბაკურიანი (დიდველი) გოდერძი და სვანეთი (ჰაწვალი) გაიხსნება 10 დეკემბერს .

რაც შეეხბა კურორტ თეთნულს 24 დეკემბერს გაიხსნება სათხილამურო სეზონო , კოხტა-მიტარბი კი 25 დეკემბერს.

მნიშვნელოვანია ისც , რომ ოთხივე კურორტზე შესაძლებელია ერთი აბონემენტით სრიალი, ასევე ინოვაციური პროექტია ისიც, რომ შესაძლებელია ოლაინ რეჟიმში მოხდეს აბონემენტზე თანხის ჩარიცხვა , რაც რიგში დგომის პრობლემას მოხსნის.

2016 წელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე პირველად ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო. 3 საბაგირო თეთნულდზე, 3 საბაგაირო მიტარბში (ბაკურიანი) და 3 ახალი საბაგირო შეემატა კურორტ გუდაურს.

ბაკურიანი-მიტარბის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობთ ხორციელდება. კურორტი 30 წლიანი პუზის შემდეგ კვლავ მიიღებს ვიზიტორებს. მიტარბი პირველი კურორტი იქნება საქართველოში, რომელიც წინასწარი დაგეგმვის მიხედვით განვითარდება.

ფრანგულ კომპანია GEODE-მ შეიმუშავა კოხტა-მიტარბის მასტერპლანი. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც დაიგეგმება კურორტის განვითარება და მასზე ქაოტური განაშენიანება არ მოხდება.

გუდაურში მთავარი სიახლე „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგირო და 2 ბიგელი. საბაგირო ზამთრის სათხილამურო სეზონზე გაიხსნება. ახალი საბაგიროს დამონტაჟებით განიტვირთება რიგები, არსებულ სათხილამურო ტრასებს კი კიდევ დაემატება ახალი ტრასები.

გუდაურის განვითარების პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კანადურმა კომპანია „ეკოზაინმა“ მოამზადა. გეგმა ითვალისწინებს კობი-გუდაურის სამთო-კურორტის განვითარების ახლებურ ხედვას, მის ტერიტორიაზე დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მისი საინვესტიციო მიმზიდველობა. საერთაშორისო დონის კურორტად ჩამოყალიბებისთვის თანმიმდევრული განვითარება უკვე დაწყებულია.

კურორტ თეთნულდზე აშენდა 3 ახალი საბაგირო. კურორტს უნიკალური ხარისხის თოვლი და ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რაც მას აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აქცევს. თეთნულდი ერთდროულად 7 000 მოთხილამურის მიღებას შეძლებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავასიაში ყველაზე გრძელი (9.5კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ )იქნება .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100