ადმირალი მალენი განცხადებას აკეთებს
განცხადებაში მალენი შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთს, ფილიპინებსა და ვიეტნამს შორის შექმნილი დაძაბულობის გამო. ეს სახელმწიფოები ერთმანეთს ედავებიან სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონტროლის თაობაზე. პეკინში რენმის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მალენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც რჩება მთავარ მოთამაშედ წყნარი ოკეანის რეგიონში და რომ ის გლობალური გამოწვევები, რომლის წინაშე აშშ და ჩინეთი დგანან იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების მოგვარებაში ამ ქვეყნებს ხელი არ უნდა შეუშალოს დღეს არსებულმა გაუგებრობამ. დღეს მალენი ხვდება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ში ძინ პინს, თავდაცვის მინისტრს ლიან გუანგლის და სხვა ოფიციალურ პირებს.
კომენტარი