22 წლის აუტისტი გოგონა, რომელსაც წარმატებისთვის სახელოსნო სჭირდება
22 წლის ანა ბეთლემიშვილი აუტისტია, ვერ საუბრობს, არ შეუძლია კომუნიკაცია, მაგრამ ძერწავს, მუშაობს თექაზე, აბრეშუმზე და გალობს. ანა მრავალშვილიანი მღვდლის ქალიშვილია, მას 4 და-ძმა ჰყავს.
ანას განვითარებისა და წარმატებისათვის ჩვენი დახმარება სჭირდება და აღნიშნულ თემაზე დრონი.ჯის გოგონას დედას, ლია ბეთლემელი ესაუბრა:
ლია ბეთლემელი: ანა აუტისტია, 8 წლის ასაკიდან ძერწავს, ხატავს, მუშაობს თექაზე, მას ბევრი ნამუშევრები აქვს, რომლებსაც შემდეგ ვყიდით და გვიკვეთავენ, ძალიან ჩაერთო ამ ამბავში და გვესაჭირეობა სახელოსნო და მასალა, რისი ფუფუნებაც ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. სახლის პირობებში ძალიან გვიჭირს მუშაობა, იმიტომ რომ რთულია და მასალაც ძვირი ჯდება.
გვინდა გამოფენა-გაყიდვის გაკეთებაც, მაგრამ ბევრი ნამუშევარი ვერ ჩავსვით ჩარჩოში, რადგან აქაც ფინასების პრობლემაა. სახელოსნოს უქონლობაც უკან გვხევს და ბევრს ნამუშევარს ვერ ვაკეთებთ.. ძალიან ნიჭიერია და თუ ვინმე გამოგვეხმაურება ამ მხრივ ანა უფრო განვითარდება და უფრო მეტს გააკეთებს. ძალიან ბევრ აუტისტს ვიცნობ, რომლებიც ვერაფერს აკეთებენ, ანა კიდევ იშვიათი შემთხვევაა. მუსიკაშიც წარმატებები აქვს, სახლის საქმესაც კი აკეთებს, ერთადერთი მეტყველება უჭირს და გარეთაც მარტო გასვლა არ შეუძლია.
მინდა რომ ასეთი ტიპის ბავშვებს, მითუმეტეს მათ თუ რაღაცის კეთება გამოსდით სახელმწიფო და კეთილი ადამიანები თავიანთი დახმარებით უფრო მეტ შანსს აძლევდნენ, მინდა რომ მათ უფრო მეტად უხაროდეთ, და მინდა რომ ისინიც ისევე აღწევდნენ წარმატებას, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები.
მინდა რომ ჩემს შვილს ამის შანსი მივცე და ამაში თქვენი ყველას დახმარება მჭირდება. ჩვენ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრება უკეთესი გავხადოთ.
კომენტარი