სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუმია ბავშვი, რომელიც 95 წლის წინ გარდაიცვალა და დღემდე თვალებს ახელს

სიცილიის პალერმოს ერთ-ერთ ტაძარში 2 ათასი მუმია განისვენებს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი შოკისმომგვრელად განსხვავებულია, მისი სისხლისგამყინავი შესახედაობა უკვე 95 წელია რაც აოცებს ადამიანებს, მისი ისტორია კი ასეთია:

1920 წელს 2 წლის როზალი ლომბარდოს გარდაცვალებამ მამამისი მარიო ლომბარდო დარდისგან ლამის ჭკუიდან შეშალა. საკუთარი ქალიშვილი მიწისთვის ვერ გაიმეტა და გოგონას სხეულის იმ სახით შენარჩუნება გადაწყვიტა, როგორიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იყო.

ბალზამირების სპეციალისტმა ალფრედო სალაფიამ როზალის სისხლი ფორმალდეგინით შეცვალა, სხეული სპირტითა და მჟავით დაამუშავა და მიიღო შედეგი, რომელიც დღეს, 95 წლის შემდეგაც კი სახეზეა.

ბავშვს ისეთი სახე აქვს თითქოს სძინავს და უფრო მეტიც, მზის პირველ სხივებთან ერთად თვალებსაც კი ახელს. ამ ფაქტს ექსპერტები მხედველობით ილუზიას აბრალებენ, რომელიც სინათლის სხივების მინაზე დაცემის კუთხის გრადუსებითაა გამოწვეული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100