ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტი გახდა
ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ჯულიარდის სტუდენტი გახდა. ნატალია ქუთათელაძე უკვე ამერიკაშია, სადაც მას მასპინძლობას მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და ჯულიარდის პირველი ქართველი სტუდენტი, პიანისტი დავით ალადაშვილი უწევენ.
„საოპერო განხრით ჩავაბარე, კლასიკური ვოკალი. საკმაოდ რთული იყო ჩაბარება, რადგან დიდი კონკურსი იყო ძალიან, თანაც სრული დაფინანსება ავიღე. სწავლა მეწყება მალე. ორი წელი და მერე იმედია კიდევ შემდეგი წლები ვიცხოვრებ აქ.“ - განაცხადა ნატალიამ დრონი.ჯი-სთან საუბრისას.
ცნობისთვის ჯულიარდის სკოლა გახლავთ საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორია ნიუ-იორკში, რომელიც ცნობილია მის სახელგანთქმულ კურსდამთავრებულთა რაოდენობით. ამჟამად მდებარეობს ლინკოლნის ცენტრში და მასში 700-მდე საბაკალავრო და მაგისტრანტი სტუდენტი სწავლობს მუსიკას, ცეკვის ხელოვნებასა და დრამას. ჯულიარდი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი სამუსიკო კონსერვატორია და დრამატული სკოლაა.
კომენტარი