სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რას წერს ნიკა გვარამია ნინა სუბლატზე

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ნინა სუბლატს პოსტი მიუძღვნა.

„ძაან მაგარი გოგო. მეამაყება და მიხარია, რომ პირველად რ2ზე გაიბრწყინა. პირველად და არა უკანასკნელად. ამას აღარაფერი გააჩერებს და დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. შეიძლება ყველაზე მაღალსაც, რაც აქამდე რომელიმე ქართველ მუსიკოსს მიუღწევია.“ - წერს გვარამია პირად ფეისბუქ გვერდზე.

გვარამიას პოსტს გამოეხმაურნენ ინგა გრიგოლია და კულტურის ექსმინისტრი ნიკა რურუა. გრიგოლიამ საკუთარი აზრი ფეისბუქ სმაილებით დააფიქსირა, მან გვარამიას პოსტის კომენტარებში ე.წ. შეყვარებული სმაილები დაწერა, ნიკა რურუამ კი საკუთარი აზრი სიტყვებით დააფიქსირა. „რა კარგი გოგოა“ - წერს რურუა გვარამიას პოსტის ქვეშ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100