სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ ხანგრძლივ და საამაყო ისტორიას ზეიმობს

ამ დილით, ბანკ „რესპუბლიკის“ თანამშრომლებს სათავო ოფისის შესასვლელში სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ: ბანკის დირექტორები და მენეჯერები მათ ყავითა და სურნელოვანი კრუასანებით გაუმასპინძლდნენ. საუზმე-სიურპრიზი ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო და ჯგუფის ყველაზე ძვირფას აქტივთან _ კლიენტებთან და თანამშრომლებთან ერთად აღინიშნა. ამ ჟესტით ბანკმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ერთგულების, გუნდური სულისკვეთებისა და ჯგუფის ღირებულებების გაზიარებისთვის. წლევანდელი საიუბილეო წელი კოლეგებთან და კლიენტებთან ერთად ხანგრძლივი და სახელოვანი ისტორიის აღნიშვნას და მომდევნო 150 და მეტი წლის განმავლობაში ჯგუფის წევრობის სიამაყის პერსპექტივას ეთმობა. საუზმე-სიურპრიზები სხვა საზეიმო ღონისძიებებთან ერთად ჯგუფის წევრ ქვეყნებში მთელ მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა. ზეიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია გლობალური საქველმოქმედო ინიციატივა, რომლის შედეგადაც უამრავი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის 500 000 ევრო შეგროვდა.

„ჩვენ დიდ და გამორჩეულ კომპანიას ვეკუთვნით. ჩვენი საერთო ღირებულებებია: გუნდური სულისკვეთება, ინოვაცია, ერთგულება და პასუხისმგებლობა. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ისტორიას თქვენთან და 32 მილიონ კლიენტთან ერთად ვაგრძელებ“, – განაცხადა ჯგუფის პრეზიდენტმა და თავმჯდომარემ, ფრედერიკ უდეამ.

150 წლის წინ, 1864 წლის 4 მაისს, მეწარმეთა ჯგუფმა შექმნა „სოსიეტე ჟენერალი“, ბანკი, რომლის მიზანიც საფრანგეთში ბიზნესისა და ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა იყო. დაარსების დღიდან, ამ 150 წლის მანძილზე, ბანკმა და მისმა თანამშრომლებმა ბევრი რამ გამოსცადეს: ომიდან და კრიზისიდან დაწყებული, ფინანსური ინოვაციითა და ეკონომიკური ბუმით დამთავრებული. ამ წლების განმავლობაში „სოსიეტე ჟენერალი“ მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ჯფუფების ჩამოყალიბებისა და განვითარების მონაწილე იყო. მან დააფინანსა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს სიმბოლოებად იქცა. ბანკი მილიონობით კერძო კლიენტის, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების გვერდით იდგა და მხარს უჭერდა მათ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. ასეა დღესაც...

ბანკი „რესპუბლიკა“

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ვებგვერდი: www.br.ge

სოსიეტე ჟენერალი

„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 148 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის“ თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

ვებგვერდი: www.societegenerale.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100