სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუგლის მეილი განახლდა

გუგლის მეილზე, მისამართების წიგნში, კონტაქტების რაოდენობა 10-დან 25 ათასამდე გაზარდა. ამის შესახებ ჯიმეილის ოფიციალური ბლოგი იუწყება. ბლოგზე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მომხმარებელთა თხოვნის შემდეგ მიიღეს, რადგან 10 ათასი კონტაქტი ბევრს არ აკმაყოფილებდა.

ამას გარდა, მეხსიერების მოცულობა თითოეული კონტაქტისთვის 128 კილობაიტამდე გაიზარდა. ადრე ის სულ რაღაც 32 კილობაიტს წარმოადგენდა და მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს საკმარისი არ იყო.

გუგლის მეილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფოსტო სერვისია მსოფლიოში. მასში განთავსებულია სოციალური პროგრამა Google Buzz ტექსტური რედაქტორი Google Docs და ჩათი GoogleTalk. 2010 წლის ნოემბრის მონაცემებით, ჯიმეილის ყოველთვიურმა აუდიტორიამ დაახლოებით 193 მილიონი მომხმარებელი შეადგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100