ვინ არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანზე ალაპარაკდა - ტრამპის განცხადება სასამართლოს შემდეგ და დავის ახალი დეტალები
მერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალდება 34 პუნქტით აქვს წარდგენილი, მათგან ყველაზე გახმაურებულია საქმე, რომელიც ტრამპისა და ყოფილი პორნოვარსკვლავის, სტორმი დენიელსის ინტიმურ ურთიერთობას უკავშირდება. გამოძიების მასალების მიხედვით, დონალდ ტრამპმა დენიელსს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ჩუმად ყოფილიყო და არ ეთქვა, რომ წარსულში სექსი ჰქონდათ. როგორც ირკვევა, საქმეში კიდევ ერთი ქალი ფიგურირებს. დოკუმენტების თანახმად, ტრამპის სახელით თანხა გადაუხადეს კიდევ ერთ ქალს, კარენ მაკდუგალს. მაკდუგალი არის Playboy-ის ყოფილი მოდელი და ისევე, როგორც სტორმი დენიელსი, ისიც ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანი ჰქონდა. მისი თქმით, ტრამპთან რომანი 10 თვე გაგრძელდა. მაკდუგალმა მოდელის კარიერა 20 წლის ასაკში დაიწყო. მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში. შემდეგ "ფლეიბოის" ფურცლებზე გამოჩნდა. მუშაობდა ფიტნეს მოდელად და 1999 წელს გახდა პირველი ქალი, რომლის ფოტოც ჟურნალ Men's Fitness-ის გარეკანზე დაბეჭდეს. ეპიზოდური როლები ჰქონდა სხვადასხვა ფილმში. მათ შორის, 2000 წელს ფილმში "ჩარლის ანგელოზები.“ "ნიუ იორკერი" წერს, რომ მაკდუგალის თქმით, დონალდ ტრამპს ლოს-ანჯელესში, 2006 წელს, "ფლეიბოის" ოფისში შეხვდა, მისივე თქმით, ტრამპს, რომელიც დაქორწინებული იყო, ქალი მოეწონა და მაშინვე გამოელაპარაკა. "მითხრა, რომ ლამაზი ვიყავი“, - იხსენებს მაკდუგალი.
კომენტარი