სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ვერ გადავაადგილდები, მარცხენა თვალით ვერაფერს ვხედავ” - პირველი არხის ნაცემი ოპერატორი

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ ნაცემი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა, მას მხედველობა ცალ თვალში ამ დრომდე ვერ აღუდგა. ის მკურნალობას სახლში განაგრძობს. "ეს ადამიანი, რომელმაც მე მცემა და რომლებმაც მე მცემეს, აბსოლიტურად არცერთი არ მიცნობდა. არცერთმა არ იცის მე ვინ ვარ, ან ის ადამიანები ვინ არიან ვისზეც ცდილობდნენ ცდილობდნენ, რომ ეძალადათ, ვინც დააზიანეს, რა ტექნიკაც დაამტვრიეს, არ იცოდნენ რომელ ტელევიზიას რა ეკუთვნოდა. ფიზიკურად ვერ გადავაადგილდები, წოლითი რეჟიმი მაქვს, მარჯვენა თვალში ნორმალურად ვიხედები, თუმცა მიჭირს მხედველობა, მაგრამ მარცხენა თვალში საერთოდ ვერ ვიხედები, ვერ ვხედავ ვერაფერს, თვალი გახელილი მაქვს, თუმცა ვერ ვხედავ ვერაფერს, სინათლეზე ისევ რეაქცია მაქვს, ცრემლები, თავის ტკივილი", - ამბობს ილიკო თვალიაშვილი. ამ დრომდე კლინიკაში რჩება "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი, გიორგი ნიკოლაშვილი, რომელსაც ტვინში ჰემატომა და თავის არეში ტკივილები აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100