სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 2.3 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 2.3 პროცენტს შეადგენს. გუშინ საქართველოში ვირუსის კიდევ 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 252 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1869, კლინიკურ სასტუმროში კი, 248 პაციენტი რჩება. გუშინ, კიდევ ცხრა კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100