სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძალიან გაბრაზებული ვარ" - ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსით უკვე მეორედ დაინფიცირდა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ტესტის დადებითი პასუხი დღეს მიიღო.

"ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ. დღეს Covid-19-ის ტესტის დადებითი პასუხი მივიღე უკვე მეორედ, რაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო, აღარ შემიძლია", - წერს ის.

მისივე თქმით, იანვარში, როდესაც საქართველოდან გაემგზავრა, კოვიდზე რამდენიმე ტესტი გაიკეთა და ყოველ ჯერზე პასუხი ნეგატიური იყო, თუმცა უკანასკნელმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

"შაბათს დავკარგე ყნოსვის და გემოს შეგრძნება. დილით როცა გავიღვიძე თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას გადავედი იზოლაციაში და გავიკეთე ტესტი. დღეს მოვიდა დადებითი პასუხი.

ძლიან ვდარდობ, თუ ჩემი ძვრიფასი კოლეგები დავაინფიცირე. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ ჩემს მეუღლეს ვირუსი არც ამჯერად დაუდასტურდა. ის არც მაშინ დაინფიცირდა, როცა მე პირველად მოვიხადე ვირუსი. მას არასოდეს ჰქონია კორონავირუსი. ამიტომ, ვფიქრობ, იქნებ არ ვარ გადამდები" - წერს მომღერალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100