ადიდებული მდინარეები, მეწყერი და წაღებული ხიდი - უამინდობა რაჭაში
კოკისპირულმა წვიმამ რაჭაში ონის რაიონი ძლიერ დააზარალა.
როგორც ონის რაიონული ადმინისტრაციის Facebook–გვერდზეა აღნიშნული, გადაუღებელი წვიმის გამო სოფელ უწერაში ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე მუშუანი, ასევე რიონი, რომელმაც უწერისა და ეკლესიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი წაიღო.
ქუთაისი–ალპანა–მამისონის საავტომობილო გზის 130–ე კილომეტრზე ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც მოძრაობა გარკვეული დროით გადაკეტა.
რაჭა–ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადგილზე დროულად იყო მობილიზებული მიმე ტექნიკა და გზა მალე გაიწმინდა.
ამჟამად მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.
კომენტარი