რატომ ჩადიან ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთში?
მედია-ჰოლდინგ „დრონი.ჯი”-ს სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 500 რესპონდენტი. დასმული იყო მხოლოდ ერთი შეკითხვა - რატომ ჩადიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთში? გამოკითხულ რესპონდენტს ჩვენს მიერ შერჩეული პასუხებიდან მისთვის მისაღები უნდა აერჩია. გამოკითხვის შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა.
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით - 17 ხმა
2. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით - 21 ხმა
3. დაფინანსების მისაღებად – 178 ხმა
4. საქართველოს ხელისუფლების დასამხობად – 261 ხმა
5. თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან – 15 ხმა
6. არ ვიცი – 8 ხმა
2. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით - 21 ხმა
3. დაფინანსების მისაღებად – 178 ხმა
4. საქართველოს ხელისუფლების დასამხობად – 261 ხმა
5. თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან – 15 ხმა
6. არ ვიცი – 8 ხმა
ექსპერტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ გამოკითხვის შედეგებმა ნათლად გამოკვეთა ის უარყოფითი მუხტი და ტენდენცია, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტებს ახლავს თან. თუმცა, ნაწილის აზრით, გამოკითხვის შედეგები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს საზოგადოებაშია. მათი შეფასებით, ე.წ. რუსეთუმე პოლიტიკოსებს საქართველოში გაცილებით ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე ამ გამოკითხვაშია ასახული. თუმცა, ექსპერტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ რა მიზეზითაც არ უნდა ჩადიოდეს ოპოზიცია ოკუპანტებთან, ეს ვიზიტები საქართველოსათვის პოზიტიურად მაინც ვერ აისახება.
კომენტარი