სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წითელ ბაღში დაჭრილი #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია - ახლობელის თქმით მოზარდებს რამდენიმე პირი დახვდა

თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს. ახლობელის თქმით მოზარდებს რამდენიმე პირი დახვდა და მათ ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
დაჭრილი მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროებათ, ორივეს აღენიშნება გულმკერდის წინა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. დასტურდება, რომ ჭრილობები არის შემავალი, მათი მდგომარეობა სტაბილურია" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა თეა თავართქილაძემ განუცხადა
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100