ქვეყნები, სადაც ხელფასს სამსახურის არქონის გამო უხდიან ადამიანებს
უმუშევარი ადამიანისთვის ხელფასის გადახდის იდეა, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაუჩნდათ სახელმწიფო მმართველებს. დღეს დღეისობით 9 ქვეყნის მოქალაქეები ხელფასს იღებენ მაშინაც კი, როცა სამსახური არ აქვთ.
ჩვენ მოგითხრობთ იმ ცხრა ქვეყნის შესახებ, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს უანგაროდ უხდიან ფულს.
ფინლანდია - ამ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2017 წლიდან ყოველი უმუშევარი მოქალაქე 25 წლიდან 58 წლამდე ყოველთვიურად 560 ევროს იღებს სახელმწიფოსგან. 2000 უმუშევარი მოქალაქე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩაერთვნენ პროექტში და მათ აღნიშნული თანხა სამსახურის შოვნის შემდეგაც დაერიცხებათ. ეს ექსპერიმენტი 2 წელს გაგრძელდება.
ლივორნო, იტალია - 2016 წლის 1 ივნისიდან ქალაქის მოსახლეობიდან 100 გაჭირვებული ოჯახი 517 ევროს იღებს ყოველთვიურად. 2017 წლის იანვრიდან კიდევ 100 ოჯახი დაემატა პროექტს. მერის მოსაზრებით, ყოველთვიური დახმარება ბევრ გაჭირვებას გადაატანინებს ამ ოჯახებს. პროექტის გამართლების შემთხვევაში, ნეაპოლი და რაგუზა იგივე ექსპერიმენტს მიმართავს და გაჭირვებულ ოჯახებს ყოველთვიურ თანხას ჩაურიცხავს.
კენია - არაკომერციული ორგანიზაციის GiveDirectly წყალობით, კენიის მოსახლეობის თითოეული მოქალაქე ყოველთვიურად 22 ევროს მიიღებს 12 წლის განმავლობაში. ადგილობრივების 45%-ს 22 ევრო ერთად არასდროს ჭერია ხელში. უამრავმა მათგანმა უკვე დაგეგმა სახლების რემონტი, სასმელი წყლის შეძენა, პირუტყვის ყიდვა, განათლების დაფინანსება.
უტრეხტი, ნიდერლანდები - 2017 წლის მაისიდან 250 ადგილობრივი მოქალაქე ყოველთვიურად 960 ევროს მიიღებს ორი წლის მანძილზე. პროექტის წარმატების შემთხვევაში ის კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდება.
მარიკა, ბრაზილია - მარიკის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქის მოსახლეობის 150 000 მაცხოვრებელი ყოველთვიურად 30$-ს იღებს მისი სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის მიუხედვად. ხოლო დაბალი ხელფასის მქონე ოჯახები კიდევ დამატებით 28$-ს იღებენ თვეში. პროექტის გამართლების შემთხვევაში თანსი ოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ინდოეთი - 2017 წლის მეორე ნახევრიდან მთავრობა აპირებს 7 წლით გააგრძელოს ექსპერიმენტი, რომელმაც აქამდე კარგი შედეგი აჩვენა. წინა ჯერზე 6000 მაცხოვრებელი „სოფლის კეთილდღეობის უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში 18 თვის განმავლობაში რამდენიმე დოლარს იღებდა ყოველთვიურად. შედეგად, ძალიან ბევრი ოჯახი გამყარდა ფინანსური თვალსაზრისით.
ონტარიო, კანადა - 2017 წლის მაისიდან ონტარიოს მოსახლეობიდან 4000 ადამიანი, რომელთა ასაკი 18-და 64 წლამდე, მიიღებს ყოველთვიურ დახმარებას. ეს თანხა კი ყველასთვის სხვადასხვა რაოდენობისაა, იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენს გამოიმუშავებს ყოველწლიურად. საბოლოო ჯამში თანხის რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს.
უგანდა - 2017 წლიდან არაკომერციული ორგანიზაცია Eight უგანდაში 50 ოჯახს ყოველთვიურად 8$-ს უხდის. ექსპერიმენტი 2 წელს გაგრძელდება დ საფუძვლად დაედება დოკუმენტურ ფილმს.
ოკლენდი, აშშ - 2017 წლის იანვრიდან ოკლენდში 100 ოჯახი იღებს ყოველთვიურ დახმარებას 2000$-ის ოდენობით. ეს ოჯახებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არიან მოხვედრილები პროექტში. მათ შეუძლიათ უარი თქვან სამსახურზე ან სულაც გაემგზავრონ ქვეყნიდან, თანხას მაინც მიიღებენ ყოველთვიურად. პროექტის ორგანიზატორები აპირებენ კიდევ 900 ოჯახი ჩართონ ექსპერიმენტში და იგი 2021 წლამდე გაგრძელდება.
კომენტარი