სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკული, მოსიარულე რობოტი

აშშ ცნობილია თავისი მიღწევებით სამხედრო რობოტექნოლოგიაში: მათ მიერ შექმნილი რობოტ-თვითმფრინავები ბომბავენ ავღანეთსა და ლიბანს. ამბობენ, რომ მალე გამოჩნდება რობოტ-ტანკი, რობოტ-ბუზი კი დაიწყებს განყოფილების უფროსისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, აქ კი რობოტ-ჯარისკაცამდეც აღარაა შორი... ყოველ შემთხვევაში, კორნელოვსკის უნივერსიტეტში (აშშ) ჩატარებულმა ექსეპერიმენტებმა აჩვენა, რომ რობოტს შეუძლია გაიაროს მანძილი - ტოლი ერთ დღეში, ქვეითი ჯარისკაცის მიერ შესრულებული გადაადგილებისა.

მოსიარულე რობოტი გადაადგილების მეთოდით წააგავს მაიმუნს: ორი ხელით ის ეყრდნობა გრუნტს, წინ მიაქვს ორი ფეხი, შემდეგ გადააქვს ხელები წინ და იმეორებს იგივე ციკლს. გრძელ კიდურებს ეყრდნობა პატარა ტანი ტვინით, თვალებითა და კვების წყაროთი (ბატარეით) — პროპორციებით რობოტი წააგავს ობობას.

ექსპერიმენტების დროს, რომლებიც გაიმართა უნივერსიტეტის სტადიონზე, რობოტმა გაიარა 23 კილომეტრი, ჩქარი ნაბიჯით (ინჟინერებს ლამის სირბილით გამოდევნება მოუწიათ მასზე გამოდევნება), რის შემდეგაც დაეცა სარბენ ბილიკზე. რა თქმა უნდა, სტადიონი სწორი ადგილია, მაგრამ ეს ნაბიჯებიც პირველია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100