ბურჯანაძეს ბათუმიდან ათასის ნაცვლად სამოცი კაცი ჩამოუვიდა
აქციაზე ნინო ბურჯანაძის მიერ მთელი დღის განმავლობაში ანონსდებოდა, რომ „სახალხო კრების“ მხარდამჭერები ბათუმიდან დაიძრებოდნენ და თბილისში 30 სავსე ავტობუსი ჩამოვიდოდა, მათში მყოფი ხალხი კი აქციას შეუერთდებოდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ანონსი ნინო ბურჯანაძის მორიგი „უტკა“ აღმოჩნდა. მიტინგზე ბათუმიდან დაძრული კოლონის მიერ გზად თითქმის ყველა დასახლებული პუნქტის „მშვიდობიანად“ გავლა ასევე ანონსდებოდა. მიტინგზე ხალხის „ადგილზე მიჯაჭვის“ ეს ძველთაძველი მეთოდი, „სახალხო კრების“ მომხრეებს, ეტყობა, კარგად აქვთ ათვისებული. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კოლონაც გამოჩნდა, ოღონდ, მომიტინგეთა გასაოცრად, იგი არა ავტობუსებისგან, არამედ მანქანებისგან შედგებოდა. სულ თხუთმეტამდე მანქანა მოვიდა, თითოეულში, მაქსიმუმ, ოთხი კაცით.
ასე რომ, აქციის მონაწილეთა რაოდენობა ბათუმიდან ჩამოსული კოლონის დამსახურებით, 60 კაცით გაიზარდა.
კომენტარი