სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის ახალი Express სერვისცენტრი ქუთაისში

თბილისი, 12 მარტი, 2014 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, რეგიონში, Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. დღეს ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 37 ნომერში, ბანკმა ახალი Express სერვისცენტრი გახსნა.

საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში, მოსახლეობა, ოპერატიულად სარგებლობს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი Express Pay-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე–ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ–კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.

ამ დროისთვის, საქართველოს ბანკის უკვე 46 Express-ი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასქამდა.

დამატებითი ინფორმაცია Express–ის ქსელის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100