სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საბას" მფლობელი ხანძრის შესახებ ინფორმაციისთვის 100 000-ლარიან პრემიას აწესებს

სავაჭრო ცენტრ "საბას" მფლობელი პაატა კაჭარავა გასულ წლის 26 თებერვალს მომხდარი ხანძარის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისთვის ფულად პრემიას აწესებს.

როგორც კაჭარავას ადვოკატმა ალეკო ალადაშვილმა განაცხადა, სავაჭრო ცენტრის მფლობელი 100 000 ლარს გადაუხდის, ვინც ხანძრის დამკვეთსა და შემსრულებელს დაასახელებს.

"ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, საიდანაც დადგინდა, რომ ეს ხანძარი განზრახ გააჩინეს. ამის დასკვნის საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ადგილზე აღმოჩენილი კერები. ვინაიდან გამოძიება კონკრეტულ შედეგებს ვერ დებს, ჩვენ კი გამოძიების ბოლომდე მიყვანას მოვითხოვთ, სრულიად კანონიერად აწესებს ბატონი პაატა კაჭარავა ფულად პრემიას 100 000 ლარის ოდენობით. ეს ფული გადაეცემა მას, ვინც გამოძიებას უტყუარ ჩვენებას მისცემს და შემდეგ ამას სასამართლო დაადასტურებს, თუ ვინ გააჩინა ხანძარი და ვინ იყო დამკვეთი", - განაცხადა ალადაშვილმა.

მისივე თქმით, პაატა კაჭარავა ამ ფულს საკუთარი ბიუჯეტიდან გადაიხდის.

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ძლიერი ხანძარი გასული წლის 26 თებერვალს გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 6 ათასი კვდარატული მეტრი ფართობი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100