ეკონომიკის სამინისტრო სოციალურად დაუცველების მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს
ეკონომიკის სამინისტრო რკინიგზის საავადმყოფოში მცხოვრები სოციალურად დაუცველების მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. აღნიშნული ინფორმაცია მედიას სამინისტროს წარმომადგენელმა მიაწოდა.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რკინიგზის საავადმყოფოს შენობა ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ობიექტია და შესაბამისად, ამ ადამიანების მოთხოვნა, რომ შენობაში არსებული ფართები დაუკანონდეთ და იქ კომუნიკაციები იქნას შეყვანილი ვერანაირად ვერ დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, რომ რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილმა სოციალურად დაუცველებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალეს. სოციალურად დაუცველები რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კარავს არ აიღებენ.
კომენტარი