27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - დიდ ინტერესს იწვევს თქვენი გასაიდუმლოებული თუ იდუმალებით მოცული ურთიერთობები. ყურადღება თქვენი პერსონის მიმართ იზრდება.
კურო - დღეს სიმშვიდე და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა, ან სასიამოვნო გარემოცვა ძალებს შეგმატებთ.
ტყუპები - მოთოკეთ თქვენი ბობოქარი გრძნობები, იყავით მომთმენი და თანაგრძნობა გამოიჩინეთ სხვათა მიმართ.
კირჩხიბი -დღეს დიდია სიურპრიზებისა და სასიამოვნო მოულოდნელობების ალბათობა.
ლომი - თქვენი კომუნიკაბელურობა იზრდება, თქვენი პოპულარობა მწვერვალს აღწევს.
ქალწული - პროფესიულ საქმიანობაში და კარიერულ საკითხებში სასიამოვნო ცვლილებებს და წარმატებას ელოდეთ.
სასწორი - იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან და ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.
მორიელი - თეორიული მიღწევები მნიშვნელოვანია, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობით უნდა გამყარდეს.
მშვილდოსანი - კარგი იქნება თუ დაეხმარებით თქვენს ახლობელს, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება დახმარება და მხარში დგომა თქვენგან.
თხის რქა - არის ალბათობა რთულ მოლაპარაკებებში ან გარჩევებში მოგიწიოთ ჩართვა, მაგრამ მიუხედავად დაძაბული ფონისა,შესაძლოა პერსპექტიულიც აღმოჩნდეს ეს სიტუაცია.
მერწყული - ახალ იდეებს ყურადღება მიაქციეთ, არის ალბათობა ძალიან სასარგებლო აღმოჩენა გააკეთოთ.
თევზები - ფრთხილად ფულთან, უაზრო წვრილმანების შეძენით ნუ გაატანთ ქარს თქვენს ფინანსებს.
კომენტარი