ფიზიკური დაპირისპირება საპატრიარქოსთან
საპატრულო პოლიციამ საპატრიარქოსთან, მიმდინარე აქციის სამი მონაწილე აიყვანა. მათ შორის ორი საპატრიარქოს პოზიციის მომხრეა და ერთი - მოწინააღმდეგე.
საპატრიარქოსთან კონტრაქციის წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირპისპირების შემდეგ ეს ადამიანები პატრულმა საპატრულო პოლიციის მანქანებით წაიყვანა, თუმცა როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელები აცხადებენ, ისინი არ არიან დაპატიმრებულები და უბრალოდ სიტუაციას გაარიდეს.
საპატრიარქოსთან მიმდინარე ორ ურთიერთსაწინააღმდეგო აქციაზე ვითარება დაიძაბა. აქციების მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წარმომადგენლები", რომლებიც ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკაშირებით საპატრიარქოს პოზიციას იცავენ, საპატრიარქოსთან აქციას მართავენ.
საპატრიარქოს პოზიციის მოწინააღმდეგეებსა და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კომენტარი