ჭორ-მართალი: „ახალ ქართულ ხმაში“ ჩაწყობა „მოსული“ ამბავია
„სტეფანეს და მაოს აფიორა, მათ ერთ-ერთი კონკურსანტი ნიჭის კი არა მეგობრობის გამო შეარჩიეს“ - ასე დაიწყო droni.ge-სთან საუბარი „ახალი ქართული ხმის“ კულუარებში გარკვეულმა ადამიანმა, რომელმაც საინტერესო ამბავი გვიამბო, თუმცა საკუთარი ვინაობის ინკოგნიტოდ დატოვება ისურვა.
ახალი ხმის მონაწილე ელენე საბიაშვილს გუშინდელ ბრმა კასტინგზე სამი მწვრთნელი შემოუბრუნდა. პირველები სტეფანე და მაია იყვნენ, მწვრთნელებმა იქვე აღიარეს, რომ ელენეს იცნობდნენ, და მასში კარგი რაღაცეები აქვთ ჩაჭერილი. ამ განცხადებაზე დათო ფოჩხიძეს ირონიულად გაეცინა და მაოს დამციანვად ესროლა რეპლიკა, რაზეც დარსმელიძემ უპასუხა „ფორჩხიძე ჩორტებს ნუ გვიგდებო“
რა „ჩორტებს“ გულისხმობდა მაია, და რატომ ცდილობდა დათო „ჩორტების“ აგდებას დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა droni.ge - მ სანდო წყაროდან გაარკვია, რომ ელენე ბასიაშვილს, მაია და სტეფანე არა მარტო იცნობდნენ, არამედ სახლშიც ხშირად სტუმრობდნენ მას და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ბრმა კასტინგამდე.
ელენე ახალი ქართული ხმის პირველი სეზონის მონაწილის, სტეფანეს და მაოს გუნდის წევრის იოანე არაბულის იგივე იოს შეყვარებულია. სანდო წყარომ დრონი.ჯის ისიც აცნობა, რომ ელენე ბასიაშვილი იოანემ 2-3 ჯერ აამღერა ბარ „hollywood”-ში და ამის შემდეგ დაიწყო ელენეს მუსიკალური მოღვვაწეობაც. სწორედ იოანეს დამსახურებაა ელენეს მეგობრობა სტეფანესთან და მაოსთან. ამ მეგობრობის გამო გაჩნდა მოსაზრება, რომ ელენე ბასიაშვილს მწვრთნელები მისი ნიჭის კი არა მეგობრობის გამო შემოუბრუნდნენ.
კომენტარი