სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Samsung-მა და Apple-მა მოლაპარაკება ვერ შეძლეს...

დასავლური გამომცემლობები იუწყებიან, რომ ორდღიანმა მოლაპარაკებებმა, Apple-ის ხელმძღვანელს, ტიმ კუკსა და Samsung-ის გენდირექტორს, ჩეი ჯინ-სუს შორის არავითარი შედეგი არ გამოიღო. პატენტებთან დაკავშირებული ომი უკვე ორი წელიწადია გრძელდება.

ამ დროისათვის ორივე მხარე სასამართლოს განაჩენს ელის. სასამართლო პროცესი კი მიმდინარე წლის ზაფხულში შედგება.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ჩეი ჯინ-სუმ აღნიშნა, რომ Samsung-ს უთანხმოების მოსაგვარებლად რამდენიმე ვარიანტი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ლიცენზიებსაც კი უკაცშირდება. მაგრამ როგორც აღმოჩნდა Apple-მა ჯინ-სუს შეთავაზებებში არაფერი არ მოიწონა.

შეგახსენებთ, რომ ორ კომპანიას შორის პატენტებისთვის ბრძოლა გასული წლის აპრილში დაიწყო. Apple-მა სარჩელი იმის გამო აღძრა, რომ Samsung-მა დიზაინის მითვისება გადაწყვიტა.

გიგანტურმა კორპორაციებმა აურზაურის გარეშე საქმის მოგვარება ვერ შეძლეს. რამდენიმე თვეში კი იმედია სასამართლო შეძლებს დამნაშავისა და დაზარალებულის გარჩევას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100