სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მგზავრების 70 პროცენტი უფასოდ მგზავრობს, მაგრამ განმკითხავი არავინაა

ყველას კარგად ახსოვს, რომ თბილისის მერიის ინიციატივას ყვითელ ავტობუსებში გადახდის სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, ვგულისხმობთ სალარო აპარატების შემოღებას, საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა, თუმცა მაშინ ხალხის პროტესტი პროტესტად დარჩა და არც არაფერი შეიცვალა. პრინციპში, საზოგადოების უკმაყოფილება მალევე დაცხრა და მეტიც, ხალხში კმაყოფილებამაც კი დაისადგურა. დღეს, საზოგადოებას გადახდის სხვაგვარი ფორმა აღარც კი წარმოუდგენია და არც სურს. რატომ? მიზეზი მარტივია. თბილისელთა 70%-ი უფასოდ მგზავრობს.დიახ, ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მთელი თვეების განმავლობაში უფასოდ მგზავრობს. და სად არიან ამ დროს ე. წ. კონტროლიორები? წესით, ადგილზე უნდა იყვნენ და კონტროლს ამყარებდნენ, არა? დიახ, თუმცა...
სდაფსდფკ;სლდფლსდ
აი, რას გვიყვებიან ყვითელ ავტობუსებზე `ყურებამდე შეყვარებული~ მგზავრები.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
შოთა თეთრაძე: "რატომ უნდა გადავიხადო? ისედაც კაპიკებზე ვმუშაობ. ნეტავ აქამდეც შემოეღოთ გადახდის ასეთი ფორმა, არ ამოვისუნთქე კაცმა? გამორიცხულია, კონტროლიორს ვერ წააწყდები, ამიტომაც არ ვიღებ ბილეთს. გირჩევ, უფასოდ იმგზავრე ხოლმე, კონტროლიორს, გულითაც რომ გინდოდეს, მაინც ვერ ნახავ".
სდაფსდფკ;სლდფლსდ
ნიკა ფხაკაძე: "თვეებია უფასოდ ვმგზავრობ, ერთხელ მოხდა სასწაული და შემეფეთა კონტროლიორი და, რა თქმა უნდა, დამაჯარიმა. საიდან გამოტყვრა, კაცმა არ იცის. ნუ, იმ დღეს არ გამიმართლა, თუმცა მას მერეც კარგა ხანია მგზავრობაში კაპიკი არ გადამიხდია".
სდაფსდფკ;სლდფლსდ
როგორც ჩანს, კონტროლიორი წელიწადში ერთხელ შეიძლება გადაგაწყდეთ, ამიტომაც ხალხი ჯიბეს უფრთხილდება და უფასოდ მგზავრობს. საინტერესოა, რატომ არ ასრულებენ კონტროლიორები თავიანთ მოვალეობას, ან რატომ არავინ აკონტროლებს მათ? ნუთუ, ქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურამდე ინფორმაციამ არსებული მდგომარეობის შესახებ ვერ მიაღწია? დავიჯეროთ მათი ნაცნობებიდან არავინ მგზავრობს ყვითელი ავტობუსებით, რომ ეს ინფორმაცია მათ ყურამდეც მისულიყო, თუ საქმე სხვა რამეშია? მოდით, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი კონტროლიორების საკითხს გვინდა შევეხოთ. რაში უხდიან კონტროლიორებს 600 ლარს? იმ 600 ლარს, რომელსაც მოსახლეობის ჯიბიდან ავსებენ.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
წესით და რიგით წყალში გადასაყრელი 600 ლარი სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ სახელმწიფოს მოსახლეობის 40%-ი შიმშილობს და ქალაქი მათხოვრებითაა სავსე. საერთოდაც, რა საჭირო იყო გადახდის ასეთი ფორმის შემოღება, თუ სიტუაციას ვერ გააკონტროლებდნენ? მოკლედ, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. რეალურად კი ისტორიის შემდეგნაირი ფაბულა იკვეთება.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
"დრონი.ჯი"-ს ინფორმაციით, მერიის სატრანსპორტო სამსახური ყვითელი ავტობუსების იჯარით გადაცემას რამდენიმე წლით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიაზე აპირებს. ქალაქის მერია ხელოვნურად აკოტრებს შპს "თბილისის ავტობუსებს" და 270 მილიონი ზარალი უკვე მიადგა მერიას ყვითელი ავტობუსების გამო. აი, მიზეზიც იმისა, თუ რატომ არის ასეთი ქაოსი.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
წარმოიდგინეთ ავტობუსების საწვავი, მძღოლების, კონტროლიორების და კიდევ სხვა თანამშრომლების ხელფასები, კონტროლიორების უნიფორმებში გახარჯული თანხა და ა.შ. რამდენს მიუკაკუნებდა. იმის მაგივრად, რომ ქალაქის მერიამ ეს თანხები ამოიღოს, მოსახლეობას უფასოდ მგზავრობის საშუალებას აძლევს. ბარეღამ განაცხადეთ, რომ მგზავრობა უფასოა და ხალხი მადლიერი მაინც დაგრჩებათ.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
ეს ყველაფერი, როგორც გითხარით, მიზანმიმართულად რომ არ ხდებოდეს, მერიის სატრანსპორტო სამსახური კონტროლს გაამკაცრებდა და უფასოდ მგზავრობას ჯარიმების შიშით ვეღარავინ გაბედავდა. თუ არ სურთ ყვითელი ავტობუსების ებრაული კომპანიისთვის იჯარით გადაცემა, რატომ არ ამკაცრებენ კონტროლს? აი, მაგ., მეტროთი უფასოდ ვერ იმგზავრებ, ისეთი მკაცრი კონტროლია. მოსახლეობის 70%-ი უფასოდ მგზავრობს, მაშინ როცა ადრე ვინმეს უფასოდ რომ ემგზავრა, მძღოლი ერთ ამბავს დააყრიდა. მაშ, რაღას შემოიღეს გადახდის ასეთი ფორმა?
"დრონი.ჯი" ამ საკითხზე სასაუბროდ მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსთან დაკავშირებას არაერთხელ შეეცადა, თუმცა პირადად აკაკი ჯოხაძესთან გასაუბრება ვერ შევძელით. ჯოხაძემ მისი პრესცენტრის საშუალებით გვამცნო, რომ ყვითელი ავტობუსების ებრაულ კომპანიაზე იჯარით გადაცემა არ იგეგმება.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
P.S. საინტერესო იქნებოდა ჩვენ მიერ დაგროვილ კითხვებზე ბატონ აკაკის პასუხები, თუმცა მან "დრონი.ჯი"-სთვის დრო ვერ ან არ გამონახა. იგეგმება თუ არა ყვითელი ავტობუსების ებრაულ კომპანიაზე იჯარით გადაცემა, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, მანამდე კი იქნებ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მაინც გაიგოს ბატონმა აკაკიმ, მოსახლეობის 70%-ი უფასოდ რომ მგზავრობს და სიტუაცია მოაწესრიგოს, თუ, რა თქმა უნდა, როგორც უკვე გითხარით, ხელოვნურად არ ხდება შპს "თბილისის ავტობუსების" გაკოტრება.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100