"კონგრესში ბოლშევიკური ღალატი ვიხილეთ" - კობახიძემ საბანაძეს და ჩხიკვაძეს "სერგო ორჯონიკიძეები" უწოდა
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებს, მომხსენებლებს, ნატალია საბანაძეს და ვანო ჩხიკვაძეს მოღალატეები და სერგო ორჯონიკიძეები უწოდა.
გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, პირდაპირ ვიტყოდი ამას, გუშინ, რა ჰქვიათ, ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი არ შეიძლება დაერქვას, რაც ძალიან დასანანია", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მსჯელობაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, მონაწილეობა ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ და საქართველოს ყოფილმა ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძემ მიიღეს.
კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.
რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.
კომენტარი