სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გინტურის ოჯახს პროკურატურიდან არავინ შეხვდა - სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია

თამაზ გინტურის ოჯახს საქმის პროკურორი არ შეხვდა. შოთაძის უწყების თანამშომლებმა, სასტიკად მოკლული კაცის ოჯახს საქმის მასალები არც ამჯერად გააცნეს. დილიდან გინტურები საგამოძიებო უწყებიდან გამოხმაურებას ელოდნენ, თუმცა მათთან კონტაქტზე არავინ გასულა.

ნიკოლოზ გინტური ამბობს, პროკურატურის იმედი არ აქვს და საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავა.

"ამ დრომდე ველოდები არავინ გამომხმაურებია, ტელეფონზე ვრეკავ პასუხს არავინ არ მცემს და არ ვიცი რა ხდება. მე ისე ვატყობ, ჩვენი პროკურატურის იმედიც არ მაქვს და უნდა მივმართო სტრასბურგის სასამართლოს, დანარჩენი უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს. 2 თვეზე მეტი გავიდა და არაფერი ვიცი გამოძიებაში რა ხდება, საქმის მასალა სადამდეა მიყვანილი. ჩვენთვის მთავარია დაისაჯოს ჩემი ძმის მკვლელი, ვინც ჩემი ძმა ჩაცხრილა, ჩვენმა მთავრობამ მოითხოვეს მისი საქმე, წამოიღოს საქართველოში, ქართველ ხალხში, საქართველომ გაასამართლოს და აგებინოს პასუხი.

ამ დრომდე ვითხოვ მანქანის დაბრუნებას, რომელ მანქანაშიც ჩემი ძმა ჩაცხრილეს, ოჯახს სჭირდება მანქანა, ჩემი ძმის მეუღლე დიალიზზეა, დღეგამოშვებით დაგვყავს გორში. არ არის იმის საშუალება, რომ მეზობლებმა ატარონ", - ამბობს ნიკოლოზ გინტური.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ოჯახს ჰქონდეს მასალებთან წვდომა, იყოს ინფორმირებული ყველა საგამოძიებო ღონისძიების შესახებ. ორგანიზაცია, რომელიც ოჯახს სტრასბურგში ადვოკატირებას გაუწევს,

თუ გახდება და ოჯახის ინტერესიც იქნება, შემდგომ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსადმი იყოს ასევე მიმართვა, სადაც იქნება დაყენებული რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ამ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში გვექნება უფრო სრული სურათი, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდა გამოძiების მხრიდან იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში, ვინ არის დამნაშავე და კონკრეტული პირები მიეცნენ პასუხიsგებაში", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

უკვე ორი თვეა რუსი სამხედროების მიერ სასტიკად მოკლული კაცის ოჯახი, ქართული გამოძიების შედეგებს ელოდება. ოჯახს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, დადგინა თუ არა ქართულმა გამოძიებამ დანაშაულში მონაწილეeბი პირების ვინაობა ან რა გეგმა აქვთ მათ დასასჯელად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100