თიბისი მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორი გახდა
თიბისი მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი
კომპანიის, Kong-ის პარტნიორია. ამიერიდან, ამერიკული კომპანია
თიბისის API-ეკოსისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩაერთვება და საკუთარ მძლავრ ტექნოლოგიურ
რესურსს, ექსპერტულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური
ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებისაკენ მიმართავს.
Kong-ის პლატფორმის
დანერგვა თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ნაწილია. შეთანხმების საფუძველზე, კომპანია
თიბისის API Gateway-პლატფორმას შესთავაზებს - ამასთანავე, ახალ პლატფორმაზე მიგრაციისას,
Kong-ი თიბისის საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს და
API-ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და თანამშრომლების გადამზადების პროცესში აქტიურად
ჩაერთვება.
პარტნიორობის შედეგად, თიბისის ციფრული სერვისების მიწოდების
მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწება, რაც კომპანიის დეველოპერთა და მომხმარებელთა ცხოვრებას
უკეთესობისკენ შეცვლის. Kong-ის API-მენეჯერ
პლატფორმა მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც თიბისის მიერ კომპანიის მომხმარებლებისთვის
საუკეთესო გამოცდილების შესათავაზებლად, ასევე ახალი პროდუქტების დასანერგად საჭირო
დროის მინიმუმამდე შესამცირებლად. API-მენეჯერი თიბისის გუნდებს შესაძლებლობას მისცემს,
პროდუქტები სხვებისგან დამოუკიდებლად, სრულიად დეცენტრალიზებულად მართონ, უფრო ეფექტური
და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შექმნან და მათი ყოველდღიურ ცხოვრება
კიდევ უფრო გაამარტივონ.
Kong-ი საერთაშორისო ტექ. ბაზარზე წამყვანი ამერიკული კომპანიაა.
Kong-ი აწარმოებს, როგორც
პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე მენეჯერულ სერვისებს, რომლებიც ჭკვიანი ავტომატიზაციის
გზით, API-ებს და მიკროსერვისებს - ქლაუდს, Kubernetes-სა და დატაცენტრებს უკავშირებენ.
Kong-ის სერვისების დაკავშირების
პლატფორმა ციფრულ ინოვაციას შესაძლებელს ხდის - ორგანიზაციებს
შეუძლიათ API-ების სრული ციკლი და თანამედროვე არქიტექტურებისთვის საჭირო სერვისები
საიმედოდ და დაცულად მართონ.
კომენტარი