რუსების აზრით, ანა ჩაკვეტაძე ალინა კაბაევაზე სექსუალური პოლიტიკოსი ქალია
რუსეთის დუმის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე (არჩევნები 4 დეკემბერსაა დანიშნული), რუსულ ინტერნეტსივრცეში ერთი საინტერესო გამოკითხვა ჩაატარეს - გამოკითხვის მონაწილეებს ყველაზე სექსუალური რუსი პოლიტიკოსი ქალი უნდა დაესახელებინათ. წინასწარი მონაცემების მიხედვით შეირჩა ცხრა ფინალისტი, რომელთა შორისაც ქართველი ეროვნების ჩოგბურთელი, „პრავოე დელოს“ სიაში ჩაწერილი ანა ჩაკვეტაძეც იყო და, რასაკვირველია, სკანდალური ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევაც.
სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართა „სამკვდრო-სასიცოცხლო“ ბრძოლა, რომელიც, საბოლოოდ, ანა ცაკვეტაძემ მოიგო და ყველაზე სექსუალური რუსი პოლიტიკოსი ქალიც გახდა. მან დუმის ყველაზე ლამაზ და სეხსუალურ სახეს 28 ხმით აჯობა და პირველ ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი ექს-ჯაშუშს, ანა ჩაპმანს ერგო წილად, მეოთხე და მეუთე ადგილებზე კი მარია გაიდარი და ევგენია ჩირიკოვა გავიდნენ.
საინტერესოა, რომ გამოკითხვა ყველაზე ნაკლებად სექსუალური ქალის დასახელებასაც ითხოვდა და ეს არცთუ მაინცდამაინც სასიამოვნო „წოდება“ მოციგურავემ, სვეტლანა ჟუკოვამ დაისაკუთრა.
კომენტარი