სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან რატიანი: ორსულ ქალს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან

ორსულ ქალს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან რატიანის განმარტებით, ორსულის მდგომარეობა სტაბილურია. „ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, ვიტალური ფუნქციები, როგორც ნაყოფის, ასევე დედის შეესაბამება ფიზილოგიურ მდგომარეობას და ყველა გართულების გარეშეა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100