სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დონეცკთან მომხდარი შეტაკების შედეგად, ქართველი პოლკოვნიკი გიორგი სარალიძე გარდაიცვალა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში შეტაკებების შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მოხალისეთა ბატალიონ "აზოვის" მებრძოლი გიორგი სარალიძე - "გიურზა 2" დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, სარალიძე დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ დაიღუპა, როდესაც უკრაინელი სამხედროების ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს.

გიორგი სარალიძე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო. ის უკრაინის აღმოსავლეთით საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან იბრძოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100