სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომეხი ტურისტების ავტობუსი გუდაურთან ახლოს ხევში გადავარდა

ყაზბეგიდან თბილისში მომავალი ავტობუსი, რომელშიც სომეხი ტურისტები ისხდნენ, ხევში გადავარდა. ამის შესახებ „რუსთავი2’ იტყობინება.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ბავშვები და ხანდაზნული ადამიანებიც არიან. ტელეკომპანიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გუდაურთან ახლოს მოხდა. ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, თუმცა, ხევში გადავარდნილი ავტობუსიდან ყველა მგზავრის ამოყვანის პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული. როგორც "კურიერში“ პირდაპირი სატელეფონო ჩართვის დროს მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, გივი ამირხანაშვილმა განაცხადა, სხვადასხვა სახის დაზიანებებით (ძირითადად, მოტეხილობებით), 12 ტურისტი უკვე გადაყვანილია საავადმყოფოებში. თბილისიდან და ყაზბეგიდან შემთხვევის ადგილზე დამატებით გაიგზავნა სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100