სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“სიკვდილით დასჯა არ იყოს გაუქმებული, დახვრეტასაც მიუსჯიდნენ”

КГБ-სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ, – ასეთი განცხადება გააკეთა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემა “არჩევანში” ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით.

საქართველოში სიკვდილით დასჯა რომ არ იყოს გაუქმებული, დახვრეტასაც მიუსჯიდნენ. მაშინ გამოდის, რომ მე შემთხვევით არ მითქვამს, როდესაც “ჯინსების თაობა” და თვითმფრინავის საქმე ვახსენე, სადაც მღვდელი დასჭირდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც ორგანიზატორი ამ საქმეში, ადამიანს, რომელსაც ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნდა გარდა მეგობრობისა. КГБ-ს სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საქმეზე მისი დაკავება იგივე იქნება, რომ ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი დაადანაშაულონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100