ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. ამავე სხდომაზე კომისიამ 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.
აღნიშნული განკარგულების თანახმად, შუალედური არჩევნები გაიმართება: №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის №15.15 ცოდნისკარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.07 თეკლათის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
კომენტარი