ვასერშპატცენი
მასალა:
250 გრამი ფქვილი
მარილი
¼ ლიტრი წყალი
ღორის გადამდნარი ქონი
2-3 ცალი კვერცხი
ფქვილისა და მარილიანი წყლისაგან მოვზილოთ ცომი (ცომი ჭურჭელს არ უნდა ეკრობოდეს), გავაკეთოთ ბურთულები. სუფრის კოვზის მეშვეობით, რომელიც ყოველ ჯერზე ცხელ წყალში უნდა ამოვავლოთ, ჩავყაროთ ისინი მდუღარე წყალში და თავდახურული ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავდგათ დასაწურად, რომ დაიწურება, ტაფაზე შევბრაწოთ გაცხელებულ გადამდნარ ქონში. იქვე ჩავახალოთ კვერცხი და ოდნავ შევაწითლოთ. სუფრაზე მწვანე სალათასთან ერთად მივიტანოთ. ვასერშპატცენი შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ ხორცის ან ბოსტნეულის გარნირად, ან უბრალოდ სოუსთან ერთად.
კომენტარი