სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები,ვიდრე თავზე ყინულიანი წყლის გადასხმაა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება:

„ახლა მე უკრაინელ მეგობრებს გამოცდილებას ვუზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ქართველები, ცნობილები ვართ საკმაოდ კარგად: ასობით რუსული ტანკი, ჯავშანტექნიკა და „გრადის“ სისტემები, რომლებმაც საერთაშორისო საზღვარი გადმოკვეთეს და დაესხნენ სოფლებსა და ქალაქებს. მსოფლიო კი ორჭოფობდა რა სახელი ეწოდებინა ამ ყოველივესთვის. ეს არ არის არც სეპარატისტული კონფლიქტი, არც ტერაქტი, უფრო ნაკლებად „რუსული კონტრშეტევა“. ეს შემოჭრაა და ომი.

რატომ არ უწოდებს ამ ყოველივეს საკუთარ სახელს საერთაშორისო თანამეგობრობა? მე ვფიქრობ, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენს რეგიონში ხდება, ვიდრე თავზე ყინულიანი წყლის გადასხმაა. უკრაინის, საქართველოს და რუსეთის ყველა მეზობლის ბედი წყდება დონეცკში, ლუგანსკსა და მარიუპოლში“, - წერს სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100