სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Neo QLED - კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან

იმის გააზრებამ, რომ მსოფლიოში არსებული მოწყობილობების უმრავლესობაში სამსუნგის მიერ დამზადებული ეკრანებია განთავსებული, შეიძლება დაგაფიქროს თუ რა ოდენობის დროს, ენერგიას და რაც მთავარია ბიუჯეტს ხარჯავს კორეელი გიგანტი ახალი ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარებისთვის, ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ იყოს მოწინავე, ინოვაციური და რაც მთავარია „თანამედროვე“!

მოკლედ QLED ტექნოლოგიის შესახებ

ბოლო რამდენიმე წელიწადში Samsung-ის წყალობით ბაზარზე QLED ტექნოლოგია გამოჩნდა. Quantum dot LED ტელევიზორის ეკრანში გამოყენებული კვანტური წერტილები ძალიან პატარა ზომის კრისტალებია, რომლებსაც ასევე ნანო-კრისტალებს უწოდებენ. ისინი თვალისთვის უხილავია, თუმცა განსაკუთრებული ძალა აქვთ და როდესაც მათ შუქი ეცემა, ბზინვას იწყებენ. ამის ხარჯზე ეკრანზე მიიღება უფრო მკვეთრი ფერთა სპექტრი, იზრდება სიკაშკაშე, კონტრასტი, დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია ფერთა სიზუსტე.

რა ხდება 2021-ში?

სამსუნგის QLED ტექნოლოგიამ ევოლუცია განიცადა და ახლა უკვე Neo QLED დასახელების ქვეშ მოგვევლინა. ახალი, უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, შუქ-დიოდები სტანდარტულთან შედარებით 40-ჯერ შემცირდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ფერთა ზუსტი გადაცემა, დინამიური დიაპაზონი და ხედვითი კუთხე, რაც მთავარია შესაძლებელი გახდა კიდევ უფრო თხელი პანელის მქონე ულტრათანამედროვე სმარტ ტელევიზორების წარმოება.

თუმცა Quantum Mini LED-ის სრული უპირატესობა ეს არ გახლავთ. ახალი ტექნოლოგიის საშუალებით სამსუნგმა შეძლო და ჩაანაცვლა Direct Full Array backlight ტექნოლოგია, რომელსაც პრემიალურ ტელევიზორების მატრიცებში იყენებდა. Quantum Matrix Technology Pro ტექნოლოგიის საშუალებით QLED პანელს პირდაპირი დანათების ნაცვლად (Mini LED backlight) მინი ლედ დანათება აქვს. წარმოიდგინეთ Neo QLED მატრიცა, რომლის სიკაშკაშისთვის ათი-ათასობით მინიატურული დიოდი ერთად მუშაობს. აღნიშნულის საშუალებით შესაძლებელი გახდა კონკრეტული პიქსელების არეალის განათება ან ჩაბნელება, რაც საბოლოო ჯამში უფრო ღრმა შავი ფერის ეფექტს იძლევა. ასევე გაზრდილია დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია გამოსახულების სიმკვეთრე. Samsung-ი დისპლეის წარმოების საკუთარი ტექნოლოგიების დახმარებით, ახდენს Quantum Mini LED დიოდების ოპტიმიზაციას, ბნელ სცენებში მკვეთრი დეტალიზაციის ჩვენებით, მაქსიმალური კონტრასტულობის და დაჩრდილვის ზუსტი კონტროლით. შედეგად ვიღებთ საოცარ და რეალისტურ გამოსახულებას.

Neo Quantum Processor 8K ახალი პროცესორი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100