სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ... კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!" - ზაზა ფაჩულიამ საქართველოს კალათბურთის ნაკრები დატოვა

საქართველოს კალათბურთის მაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ საკუთარ ფეიბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითან ემშვიდობება მაკრებსა და გულშემატკივარს:
"ძალიან რთულია დატოვო ის რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვამ მეტის საშვალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს , თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით . ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება.მადლობა" - წერს ფაჩულია სოციალურ ქსელში.
ზაზა ფაჩულია 2016 წლიდან "გოლდენ სტეიტს" შეუერთდა, 2017 წლის 12 ივნისს გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო. 2000 წლიდან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100