
აშშ-ის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტი რუსი და ბელარუსელი სპორტსმენების სრულ აკრძალვას ითხოვს
აშშ-ს ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტი (USOPC) რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებისა და ოფიციალური პირების საერთაშორისო სპორტში მონაწილეობის სრულ აკრძალვას ითხოვს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ს ოლიმპიურმა და პარალიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ აკრძალვა დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს და ის 2022 წლის პეკინის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს მოიცავს, რომლებიც 4 მარტს დაიწყება. „როდესაც მსოფლიო უყურებს, რომ რუსეთი თავხედურად ესხმის უკრაინის უდანაშაულო ხალხს და სპორტსმენებს, ეს არის ერთადერთი მისაღები ქმედება, რომელიც უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ მშვიდობა არ აღდგება“, - წერია განცხადებაში.
კომენტარი