
მელანია ტრამპს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა
აშშ-ს პირველი ლედი საავადმყოფოშია. მელანია ტრამპის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თირკმელზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
პირველი ლედი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.
მეუღლე უკვე მოინახულა აშშ-ს პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი ვოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ვერტმფრენით ჩაფრინდა.
კომენტარი