სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვედი ფეხბურთელი თამაშის დროს მოედანზე გარდაიცვალა

შვედეთის საფეხბურთო კლუბის „პიტეოს“ ფეხბურთელი, ვიქტორ ბრანნსტრომი „უმედალენსთან“ თამაშის დროს მოედანზე გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა.

ინცინდენტი თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. აღნიშნულ ტრაგედიამდე ბრანნსტრომმა მოწინააღმდეგის კარში გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ სიხარული სინანულად იქცა, გოლის გატანის შემდეგ რამდენიმე წამში ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა, იგი მოედანზე დაეცა.

სამედიცინო პირებმა ვიქტორს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ამის შემდეგ იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ექიმებმა სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

„ეს სრულიად გაურკვეველი და მეტად ტრაგიკული მოვლენაა. ეს არის ყველაზე საშინელი გრძნობა, რაც კი ოდესმე განმიცდია“, - აღნიშნა „პიტეოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტერ ბეგლუნდმა.

„პიტეომდე“ ბრანნსტრომი „ჰელსინბორგში“ თამაშობდა, იგი „პიტეოში“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100