რამაზ საყვარელიძე: პატარა ქვეყნებისთვის ობამას განცხადება საფრთხის შემცველია
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამერიკელ ამომრჩევლებს თავის დროზე მიცემული პირობა შეუსრულა და ერაყიდან ჯარების გაყვანა დაიწყო. ერაყში ომის დასრულების შესახებ ობამამ უკვე ოფიციალურად, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ობამას თქმით, აშშ ერაყის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.Eერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა არასტაბილურობის ფონზე მიმდინარეობს. ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი კვლავ ერაყში რჩება. ისინი ერაყს მომავალი წლის ბოლოსთვის დატოვებენ.Oობამას სატელევიზიო განცხადების გავრცელების შემდეგ საქართველოში გაჩნდა მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანი ისევ ტერორისტული აფეთქებების კერად იქცა, საქართველოს შესაძლებელია საფრთხე შეექმნას, რადგან ჩვენი ქვეყანა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია.
ფსფსფ
"დრონი.ჯი" აღნიშნულ საკითხზე უფრო დეტალურად ექსპერტებს და პოლიტიკოსებს ესაუბრა.
"დრონი.ჯი" აღნიშნულ საკითხზე უფრო დეტალურად ექსპერტებს და პოლიტიკოსებს ესაუბრა.
ფსფსფ
ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო ექსპერტი: "ერაყმა ერთხელ უკვე შექმნა ჩვენთვის ძალიან რთული სიტუაცია. ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო. ამ დროს პირველი ქვეითი ბრიგადა, რომელიც გორში უნდა ყოფილიყო დისლოცირებული, იმ მომენტისთვის ერაყში იმყოფებოდა. ეს იყო ჩვენი პრობლემა და მსგავსი ტიპის ფაქტები საქართველოსთვის დღემდე პრობლემაა. იმ ჯარისკაცების ჩამოყვანა ამერიკელებმა სამ დღეში მოახერხეს, მაგრამ აქ უკვე ყველაფერი მორჩენილი იყო. ეს იყო უდიდესი შეცდომა. როდესაც ჩვენს ქვეყანაში ომი იყო, ორი ათასი ჯარისკაცი ამ დროს სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა. ამგვარი საფრთხეების შექმნა ერაყს საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, შეუძლია".

გიორგი თარგამაძე, პოლიტიკოსი: "ერაყიდან ჯარების გაყვანა მთელი ამ პროცესის წარმატებით დასრულებას არ ნიშნავს. ის ფაქტი, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ შეასრულა საკუთარი ამომრჩევლისადმი მიცემული პირობა, ამერიკის შეიარაღებული ძალების ერაყიდან გაყვანასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ის პოლიტიკის თანმიმდევრობაზე მეტყველებს.
ფსფსფ
ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ ამერიკელები პასუხისმგებლობას არ იხსნიან ერაყში შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. ობამამ თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ამ გადაწყვეტილების პარალელურად ამერიკის მთავრობა ვალდებულებას იღებს, ერაყის უსაფრთხოების და პოლიტიკური სისტემის გააქტიურებაში მხარდაჭერა გააასმაგოს.
სდფგდ
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაიდენი ისევ ერაყშია და მხარეებს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ერაყის მთავრობა ჩამოყალიბდეს და სამთავრობო სტრუქტურებმა ეფექტურად იმუშაონ. ჩვენს ინტერესშიც შედის, რომ ამ რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა იყოს, თუმცა ის, რომ ერაყში ტერორისტული აქტები მთლიანად გამოირიცხება, ამის ილუზია არც არავის აქვს. ერაყში სტაბილურობა მაინც შეინიშნება.
ფსფსფ
მთავარია, რომ ირანის ხელისუფლება და ადგილობრივი საზოგადოება საკუთარი ქვეყნის მეტ-ნაკლები დემოკრატიული განვითარების პასუხისმგებლობის აღებისთვის მზად აღმოჩნდეს. საქართველოსთვის მშვიდ და სტაბილურ ერაყს პრინციპული მნიშვნელობა მრავალი თვალსაზრისით აქვს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერაყი შორსაა, ცდება. რუკას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ერაყი გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ამას ქართველები შეიძლება გრძნობდნენ. მეორე მხრივ, ჩვენ, დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ მიმართულებით რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა ჰქონდეს".
ფსფსფ
რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: "ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ პრობლემის გადაწყვეტა მშვიდ გარემოში მოხდეს. ეს, მსოფლიო საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი საკვანძო ფუნქცია შეიძლება აღმოჩნდეს. რაც შეეხება საფრთხეებს, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის ობამას ეს გადაწყვეტილება კონფრონტაციის საფრთხეა. მთავარია, რომ პრობლემის გადაჭრა მოხდეს მშვიდად და დესტაბილიზაციის გარეშე".

კომენტარი