სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იდენტიფიცირებულია კაცი, რომელიც საქართველოში, სავარაუდოდ, მკვლელი ნარკოტიკის გასაყიდად ჩამოვიდა

დაკავებულია ირანის მოქალაქე, აკბარ ბაბაზადე რომელიც გამოძიების ინფორმაციით, საქართველოში თეირანიდან მკვლელი ნარკოტიკის გასაყიდად ჩამოვიდა, თუმცა პოლიციამ დააკავა.

გლდანში ჩატარებული ჩხრეკის დროს დაკავებულისგან სამ კილოგრამზე მეტი ამფეტამინია ამოღებული.

დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ირკვევა, რომ ირანის მოქალაქესთან ერთად, ხელბორკილები დაადეს თურქეთის ორ მოქალაქეს, რომლებმაც აკბარ ბაბაზადესგან მკვლელი ნარკოტიკი შეიძინეს, რომელიც სავარაუდოდ ე.წ. დამდებებისთვის უნდა მიეცათ.

ირანის მოქალაქესთან ერთად დაკავებულია კიდევ 10 პირი, მათ ნარკოტიკების გასაღებას ედავებიან, ყველას უვადო პატიმრობა ემუქრება.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ნაწილის წინააღმდეგ უკრაინის მოქალაქე ქალმა ითანამშრომლა, რომელიც ნარკოტიკების გასაღების სქემაში თავად მოანათვლინებდა, თუმცა ის პოლიციას არ დაუკავებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100