უხა ფორთოხლის ქერქით
მასალა:
1 კგ. თევზი
1ც. სტაფილო
1 ც. ხახვი
1ც. დაფნის ფოთოლი
1 ს.კ. ტომატის პასტა
1 ც. ფორთოხალი
1 ს.კ. არაყი
ოხრახუში,პრასი,მწვანე ხახვი,ქინძი,ზაფრანა,ნიორი,მარილი,შავი პილპილი
დავჭრათ თევზი საშუალო ნაჭრებად, დავასხათ 1,5 ლიტრა წყალი, დავახეხოთ ხახვი,სტაფილო, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი,ოხრახუში დავაჭრათ,მარილი ჩავყაროთ გემოვნებით და შევდგათ ცეცხლზე.ადუღდება თუ არა, ცეცხლს ძალიან დავუწიოთ და ვხარშოთ 25 წუთის განმავლობაში. გავფცქვნათ ფორთოხალი,კანს მოვაცალოთ დანით ზედმეტი თეთრი გარსი(ანუ ძალიან არა, რასაც დანა აიღებს )დავჭრათ თხელ ღეროებად, პრასის თეთრი თავები დავჭრათ რგოლებად,მწვანე ხახვიც,4 კბილი ნიორი დავჭრათ რგოლებად.ვგავახუროთ ტაფა მოვასხათ ზეთი და მოვშუშოთ კარგად დაჭრილი ხილ-ბოსტნეული, დავუმატოთ, შუშვის დროს, ტომატ პასტა და ბოლოს არაყი, გადმოვდგათ.ზაფრანა,პილპილი,ქინძი დავუმატოთ და ჩაუშვათ მომზადებულ ბულიონში(ანუ 25 წუთის მერე) და კიდევ ვხარშოდ 15 წუთის განმავლობაში. გავხუხოთ პურის ნაჭრები და წავუსვათ თხლად მაიონეზის,დაჭყლეტილი ნივრის და ოხრახუშის ნარევი. მივირთვათ ერთად.
perfectcook.org
კომენტარი