სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდის საავადმყოფოში 22 წლის გოგო გარდაიცვალა, რომელიც ადგილზე gemfest-დან მიიყვანეს

ზუგდიდის საავადმყოფოში 22 წლის გოგო გარდაიცვალა, რომელიც ადგილზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან, Gemfest-დან მიიყვანეს. ექიმების ჩარევის მიუხედავად, 22 წლის ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ცნობილია, რომ ზუგდიდის საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მკურნალობა უტარდება.

ჯერჯერობით დაუდგენელია, რა ნივთიერებით არიან ახალგაზრდები მოწამლულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს ექსპერტიზა.

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100