სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იქს ფაქტორის მეორე სეზონში ჟიურიდან მისი მოხსნის შესახებ სტეფანეს ესემესით შეატყობინეს

სტეფანე მღებრიშვილი იქს ფაქტორის ჟიურიდან მოხსნეს. ინფორმაცია დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა და მედიაშიც გავრცელდა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მომღერალმა კომენტარი გააკეთა.

„მადლობას ვუხდი ჩემს პროდიუსერებს, რომ ეს ამბავი გუშინ ღამე ესემესით შემატყობინეს და მედიიდან არ გავიგე. მადლობას ვუხდი გადაცემის შემოქმედებით ჯფუფს მათთან გატარებული დაუვიწყარი დროისთვის. ახალ ჟიურის წევრებს წარმატებას ვუსურვებ ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის და ზოგადად ყველას წარმატებებს გისურვებთ!“ - წერს სტეფანე.

აღსანიშნავია, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით სტეფანეს სოფო ნიჟარაძე ჩაანაცვლებს, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის დაბრუნდა საქართველოში. სამწუხარო ფაქტი კი ის გახლავთ, რომ შესაძლოა მეორე სეზონი მაყურებლის ფავორიტი ჟიურის თამთა გოდუაძის გარეშეც დარჩეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100