სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღმერთთან ასე საუბარი მხოლოდ პოეტებს შეუძლიათ

თუ ლოცვის გარეშე
ღმერთს ვერ დაელაპარაკება ადამიანი,
მაშინ დიდი ხანია არ გვისაუბრია ღმერთო.

მაგრამ
მე ამისიც არ მჯერა,
იმიტომ რომ ხანდახან მინდა
უბრალოდ დაგელაპარაკო,
არ ვილოცო,
ისე ავდგე და დაგელაპარაკო,
თუნდაც ჩემს ურწმუნოებაზე,
ოღონდ დაგელაპარაკო.

მე მეტიც მინდა ხოლმე,
მინდა გხედავდე,
შეგეხო,
მაგრამ არა იმისთვის რომ უკეთესად გირწმუნო,
უბრალოდ
ასე მგონია ძალიან მომენატრე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100